logo
ENG



ნოვიჩოკს ჩვენს გარდა სხვაგანაც ამზადებენ - რუსეთი ხელს აშშ-სა და ნატოსკენ იშვერს

05 სექ 202016:58
3 წუთის საკითხავი
 
v7qnp1ert37fuvj.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებების დამზადებაზე არა მხოლოდ რუსეთში მუშაობდნენ.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნოვიჩოკი რუსეთში შემუშავდა, თუმცა ამ ჯგუფის ნივთიერებებზე ასევე დასავლეთის ქვეყნები და ნატო-ს სპეციალური სტრუქტურები მუშაობდნენ.

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ "აშშ-ში მათ საბრძოლო გამოყენებაზე მომუშავეებმა ოფიციალურად 100-ზე მეტი პატენტი მიიღეს". 

ცნობისთვის, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების წევრმა, მკვლევარმა, პროფესორმა ენდრიუ ფოქსოლმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომწამვლელ ნივთიერება ნოვიჩოკს ერთადერთი ქვეყანა აწარმოებს - რუსეთის ფედერაციაა. 

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს. ამჟამად ის კომაშია და ბერლინის ჰოსპიტალში მკურნალობს. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს. 

 


close დახურვა